saqarTvelos mdinareebi - CxalTa
ტერიტორიული ერთეულები | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიგრძე | 38 კმ |
აუზის ფართობი | 465 კმ² |
სინონიმი: აწგარა.
მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარჯვენა შენაკადი. იქმნება მდინარეების ადანგესა და მარუხის შეერთებით ზღვის დონიდან 1488 მ. სიგრძე 48 კმ, აუზის ფართობი 465 კმ2. საზრდოობს თოვლის, მყინვარების, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე (გამოწვეულია თოვლისა და მყინვარების დნობით) ყველაზე დიდი წყალდიდობა ივლის-აგვისტოშია. წყალმცირეა დეკემბრიდან მარტამდე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 40,7 მ3/წმ.